საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნულ კომისიას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

20/11/2012
Comments Off on საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნულ კომისიას ახალი პრეზიდენტი ჰყავს
2012 წლის 14 ნოემბერს ხელი მოეწერა საქართველოს პრეზიდენტის N 14/11/01 განკარგულებას „საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის პრეზიდენტად დანიშვნის შესახებ".

UNESCO დააფინანსებს პროექტს „დოპინგის და ჯანმრთელობის საფრთხეების საკვები დანამატების გამოყენების დროს და ჯანმრთელი კვების უპირატესობა“

10/11/2012
Comments Off on UNESCO დააფინანსებს პროექტს „დოპინგის და ჯანმრთელობის საფრთხეების საკვები დანამატების გამოყენების დროს და ჯანმრთელი კვების უპირატესობა“

2012 წლის 9 ნოემბერს, იუნესკოს „სპორტში დოპინგის აღმოფხვრის ხელშემწყობი" ფონდიდან საქართველოს მიერ წარდგენილი პროექტის - „დოპინგის და ჯანმრთელობის საფრთხეები საკვები დანამატების გამოყენების დროს და ჯანმრთელი კვების უპირატესობა"- დასაფინანსებლად, გამოიყო 18 240 აშშ დოლარი. > > >

განათლების საკითხებში UNESCO-ს გენერალური დირექტორის მოადგილის ვიზიტი საქართველოში

07/09/2012
Comments Off on განათლების საკითხებში UNESCO-ს გენერალური დირექტორის მოადგილის ვიზიტი საქართველოში

2012 წლის 6-7 სექტემბერს, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, ქ.თბილისში მიმდინარეობს მთავრობათაშორისი კონფერენცია „გარემოსდაცვითი განათლება მდგრადი განვითარებისათვის: თბილისი +35". ღონისძიების თანაორგანიზატორია გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერების და კულტურის ორგანიზაცია (UNESCO). > > >

პროექტის „მცხეთის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების მართვის გაუმჯობესება“ საკოორდინაციო ჯგუფის მეორე სამუშაო შეხვედრა

25/05/2012
Comments Off on პროექტის „მცხეთის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების მართვის გაუმჯობესება“ საკოორდინაციო ჯგუფის მეორე სამუშაო შეხვედრა

2012 წლის 25 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩატარდა პროექტის, „მცხეთის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების მართვის გაუმჯობესება" საკოორდინაციო ჯგუფის მეორე სამუშაო შეხვედრა. აღნიშნული პროექტი დაფინანსდა UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ფონდის „საერთაშორისო დახმარების" ფარგლებში. პროექტი გულისხმობს მცხეთის ისტორიული ძეგლების მართვის სრულყოფას და მას განახორციელებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო. > > >

პრეზენტაცია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში

23/05/2012
Comments Off on პრეზენტაცია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში

2012 წლის 22 მაისს, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ჩატარდა UNESCO-ს 2010-2011 წლის „მონაწილეობის პროგრამის" ფარგლებში და UNESCO-ს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის „მოქვის სახარება-დიაგნოსტიკა, დიგიტალიზაცია, გამოცემა" პრეზენტაცია. > > >