საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა UNESCO-ს გენერალური კონფერენციის 39–ე სესიის მუშაობაში

15/11/2017
Comments Off on საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა UNESCO-ს გენერალური კონფერენციის 39–ე სესიის მუშაობაში

2017 წლის 30 ოქტომბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით, ქ. პარიზში ჩატარდა გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO)  გენერალური კონფერენციის 39–ე სესია, რომლის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ხათუნა თოთლაძის ხელმძღვანელობით.

> > >

საქართველოს იუსტიციის ეროვნული არქივის ნომინაცია „ოთხთავი-პალიმფსესტი“ UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების საერთაშორისო რეესტრში შეიტანეს

14/11/2017
Comments Off on საქართველოს იუსტიციის ეროვნული არქივის ნომინაცია „ოთხთავი-პალიმფსესტი“ UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების საერთაშორისო რეესტრში შეიტანეს

UNESCO-ს მსოფლიო  მეხსიერების საერთაშორისო დოკუმენტურ რეესტრს დაემატა 78 ახალი ნომინაცია, რომელთა შორისაა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული „ოთხთავი-პალიმფსესტი“ (The Tetraevangelion-palimpsest).

> > >

ოდრე აზულე UNESCO-ს ახალი გენერალური დირექტორი გახდა

10/11/2017
Comments Off on ოდრე აზულე UNESCO-ს ახალი გენერალური დირექტორი გახდა

2017 წლის 30 ოქტომბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით, ქ. პარიზში გამართული UNESCO-ს  გენერალური კონფერენციის 39–ე სესიის ფარგლებში, 10 ნოემბერს, ქ-ნი ოდრე აზულე (Audrey Azoulay) UNESCO-ს ახალ გენერალურ დირექტორად იქნა არჩეული.

> > >

მეცნიერების საერთაშორისო დღე მშვიდობისა და განვითარებისთვის

10/11/2017
Comments Off on მეცნიერების საერთაშორისო დღე მშვიდობისა და განვითარებისთვის

10 ნოემბერს, UNESCO აღნიშნავს მეცნიერების საერთაშორისო დღეს მშვიდობისა და განვითარებისთვის. აღნიშნული დღე ხაზს უსვამს მეცნიერების მნიშვნელოვან როლს საზოგადოებაში და ახალი სამეცნიერო საკითხების განხილვაში საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობას. იგი ასევე ამახვილებს ყურადღებას ყოველდღიურ ცხოვრებაში მეცნიერების მნიშვნელობასა და აქტუალობაზე.

> > >

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლისთავი UNESCO-ს მხარდაჭერით აღინიშნება

03/11/2017
Comments Off on ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლისთავი UNESCO-ს მხარდაჭერით აღინიშნება

UNESCO-ს გენერალური კონფერენციის 39-ე სესიამ (2017 წლის 30 ოქტომბერი - 14 ნოემბერი) დაამტკიცა იმ ღირსშესანიშნავ თარიღთა სია, რომლებიც 2018-2019 წლებში აღინიშნება ორგანიზაციის უშუალო მონაწილეობით.

სიაში შეტანილია საქართველოს მიერ  წარდგენილი საიუბილეო თარიღიც - „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლისთავი“, რაც ნიშნავს იმას, რომ იუბილე 2018 წელს აღინიშნება გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის მხარდაჭერით. აღნიშნული გადაწყვეტილება ადასტურებს მოვლენის რეგიონალურ მნიშვნელობას, ხაზს უსვამს იმ მნიშვნელოვან წვლილს, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა შეიტანა  კულტურის, განათლების და მეცნიერების პოპულარიზაციასა და განვითარებაში არა მარტო საქართველოს მასშტაბით.

> > >