2019 წლის 30 აპრილს, ჯაზის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა ცნობილი ჯაზ-ბენდის „Irakli Louis Ambassadors’’-ისა და თბილისის მერიის ბიგ-ბენდის კონცერტი. ჯაზ-ბენდ „Irakli Louis Ambassadors“-ის ლიდერი ქართველი ემიგრანტების შთამომავალი ირაკლი დავრიშევი-დავრიშაშვილია, ხოლო მუსიკოსის შემოქმედება მჭიდროდ უკავშირდება ჯაზის გენიალურ ლეგენდას, ლუი არმსტრონგს.