UNESCO-ს გენერალური კონფერენციის 39-ე სესიამ (2017 წლის 30 ოქტომბერი - 14 ნოემბერი) დაამტკიცა იმ ღირსშესანიშნავ თარიღთა სია, რომლებიც 2018-2019 წლებში აღინიშნება ორგანიზაციის უშუალო მონაწილეობით.
სიაში შეტანილია საქართველოს მიერ წარდგენილი საიუბილეო თარიღიც - „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლისთავი“, რაც ნიშნავს იმას, რომ იუბილე 2018 წელს აღინიშნება გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის მხარდაჭერით. აღნიშნული გადაწყვეტილება ადასტურებს მოვლენის რეგიონალურ მნიშვნელობას, ხაზს უსვამს იმ მნიშვნელოვან წვლილს, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა შეიტანა კულტურის, განათლების და მეცნიერების პოპულარიზაციასა და განვითარებაში არა მარტო საქართველოს მასშტაბით.