2017 წლის 2-8 სექტემბერს, ქ. ბათუმში გაიმართა რიგით მეხუთე კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი "Batumi Music Fest", რომელშიც მონაწილეობა მიიღეს როგორც ქართველმა მუსიკოსებმა, ასევე უცხოელმა შემსრულებლებმა.

ფესტივალის ორგანიზატორია ცნობილი ქართველი პიანისტი და „UNESCO-ს არტისტი მშვიდობისთვის“ ელისო ბოლქვაძე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფესტივალების ისტორიაში პირველად ღონისძიება ჩატარდა UNESCO-ს პატრონაჟით.