10 ნოემბერს, UNESCO აღნიშნავს მეცნიერების საერთაშორისო დღეს მშვიდობისა და განვითარებისთვის. აღნიშნული დღე ხაზს უსვამს მეცნიერების მნიშვნელოვან როლს საზოგადოებაში და ახალი სამეცნიერო საკითხების განხილვაში საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობას. იგი ასევე ამახვილებს ყურადღებას ყოველდღიურ ცხოვრებაში მეცნიერების მნიშვნელობასა და აქტუალობაზე.

მეცნიერების საერთაშორისო დღე მშვიდობისა და განვითარებისთვის მიზნად ისახავს მეცნიერების უახლესი განვითარების შესახებ მოქალაქეების ინფორმირებას, საზოგადოებისა და მეცნიერების დაახლოების გზით.

2017 წელს, მეცნიერების საერთაშორისო დღე აღინიშნება შემდეგი თემატიკით:  „მეცნიერება გლობალური ურთიერთგაგებისთვის“.

2001 წელს UNESCO-ს მიერ დღის გამოცხადების შემდეგ, მსოფლიო მეცნიერების დღის ფარგლებში განხორციელდა მრავალი ახალი კონკრეტული პროექტი და პროგრამა.