2018 წლის 30 აპრილს, მსოფლიოს 190 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ჯაზის საერთაშორისო დღე აღინიშნება. საქართველოში უკვე ტრადიციად იქცა ჯაზის საერთაშორისო დღის UNESCO-ს ეგიდით აღნიშვნა .

ჯაზის საერთაშორისო დღე UNESCO-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით 2011 წლიდან აღინიშნება. UNESCO-ს გადაწყვეტილება მიზნად ისახავდა მსოფლიოს ხალხთა სხვადასხვა ჯგუფების გაერთიანებას თარიღის აღსანიშნავად, ჯაზის ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის ხაზგასმას და იმის გაცნობიერებას, თუ როგორ გახდა ჯაზი ამა თუ იმ კულტურის ნაწილი.

2018 წელს საქართველოში ამ დღის აღნიშვნა ემთხვევა თბილისის ჯაზის საერთაშორისო 21-ე ფესტივალს. 30 აპრილს, თბილისის ივენთ ჰოლში, კონცერტს გამართავენ მაილს ელექტრიკ ბენდის „Miles Electric Band” მუსიკოსები, რევი ქოლტრეინის მონაწილეობით (საქსოფონი).