4 ივნისს, ქ.პარიზში,UNESCO-ს დიდ საკონფერენციო დარბაზში, დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი. ღონისძიება გაიმართა საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს და UNESCO-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ორგანიზებით, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და UNESCO-სთან პარტნიორობით. კონცერტში ქართველი პიანისტი ელისო ბოლქვაძე და ქართული პოლიფონიური ანსამბლი « ბასიანი » მონაწილეობდნენ. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე და საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ელჩმა, ეკატერინე სირაძე-დელონემ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ, საელჩოს დესპანმა, გოჩა ჯავახიშვილმა და იუნესკოს საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის დირექტორმა გენც სეიტმა. ღონისძიებას საფრანგეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საფრანგეთის სახელმწიფო უწყებების, კულტურის სფეროსა და საქმიანი წრეების, ასევე საფრანგეთში ქართული სათვისტომოს წამომადგენლები ესწრებოდნენ. კონცერტის შესახებ ინფორმაცია განთავსდა ასევე UNESCO-ს ოფიციალურ ვებგვერდზე: http://www.unesco.org/new/en/media-services/single-view/news/elisso_bolkvadze_celebrates_the_100th_anniversary_of_the_pro/#.WxkEo9W2zz0.facebook