წლევანდელი კონკურსის მთავარი თემაა „აღმოაჩინე აბრეშუმის გზა“. კონკურსი კარგი შესაძლებლობაა „აბრეშუმის გზის“ რეგიონში მოგზაური ახალგაზრდებისთვის გააზიარონ შთაბეჭდილებები იმ საერთო კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, რომელიც „აბრეშუმის გზის“ ქვეყნებს შორის საუკუნეების მანძილზე არსებული კულტურათაშორისი დიალოგის შედეგად შეიქმნა.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 14-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს ორ ასაკობრივ კატეგორიად 14-დან 17 წლამდე და 18-დან 25 წლამდე.  UNESCO-სთვის წარდგენილი ფოტონამუშევრები უნდა იყოს შემდეგი თემატიკის:

  • აბრეშუმის გზის ქვეყნების სამზარეულო და კვების მრეწველობა;
  • აბრეშუმის გზის ქვეყნების ტრადიციულ სპორტი და თამაშები;
  • აბრეშუმის გზის ქვეყნების მუსიკა და ცეკვა.

შემრჩევი კომისიის წევრები შეისწავლიან ფოტონამუშევრებს და გამოავლენენ გამარჯვებულებს თითოეული კატეგორიიდან (3-3 გამარჯვებული თითო კატეგორიიდან). პირველ ადგილზე გასული გამარჯვებულები საჩუქრად მიიღებენ პროფესიონალურ ფოტოაპარატს, მეორე ადგილზე გასულები მიიღებენ ნახევრადპროფესიონალურ ფოტოაპარატს, ხოლო მესამე ადგილის მფლობელები მიიღებენ სამოყვარულო ციფრულ ფოტოაპარატს. ორგანიზატორები ასევე დააფინანსებენ გამარჯვებულების გამგზავრების ხარჯებს დაჯილდოების ცერემონიაზე.  

კონკურსის შედეგად შერჩეული 50-მდე ფოტოსგან შექმნილი ფოტოგამოფენა იმოგზაურებს სხვადასხვა ქვეყანაში. ასევე მომზადდება ფოტოალბომი.

ნამუშევრების მიღება წარმოებს 2020 წლის 6 იანვრის ჩათვლით.

დეტალური ინფორმაცია კონკურსისა და მასში მონაწილეობის პირობების შესახებ განთავსებულია შემდეგ ბმულებზე: https://en.unesco.org/news/participate-youth-eyes-silk-roads-photo-contest-2019