UNESCO-ს „კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის“ კონვენციის საერთაშორისო ფონდი აცხადებს საპროექტო განაცხადების მიღებას 2020 წლისთვის.
კულტურული მრავალფეროვნების საერთაშორისო ფონდის (IFCD) მიზანია მხარი დაუჭიროს იმ პროექტებს და ღონისძიებებს, რომლებიც ორიენტირებულნი არიან:
- კონვენციის წევრ ქვეყანაში იმ კულტურული პოლიტიკის ხელშეწყობაზე, რომელიც იცავს, პოპულარიზაციას უწევს კულტურული გამოხატვის მრავალფეროვნებას და შეძლებისდაგვარად აძლიერებს შესაბამის ინსტიტუციონალურ ინფრასტრუქტურას (მენეჯმენტს, ადამიანურ რესურსებს);
- ქვეყანაში კულტურული ინდუსტრიის არსებული მიმართულებების გაძლიერებაზე:
- ქვეყანაში კულტურული ინდუსტრიის ახალი მიმართულებების შექმნის მხარდაჭერაზე.
განაცხადების წარდგენის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე:
https://en.unesco.org/creativity/ifcd/apply და ონლაინპლატფორმის მეშვეობით თავად წარუდგინონ UNESCO-ს საპროექტო განაცხადები ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა მ.წ. 16 ივნისი.
ფონდის შესახებ დამატებითი ინფორმაცია და პროექტების წარდგენის პირობები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:
https://en.unesco.org/creativity/ifcd