UNESCO აცხადებს 2021 წლისთვის საპროექტო განაცხადების მიღებას „კულტურული გამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის“ კონვენციის ფარგლებში შექმნილი საერთაშორისო ფონდიდან დაფინანსების მოსაპოვებლად.
კულტურული მრავალფეროვნების საერთაშორისო ფონდის (IFCD) მიზანია მხარი დაუჭიროს იმ პროექტებს და ღონისძიებებს, რომლებიც ორიენტირებულნი არიან:
- კონვენციის წევრ ქვეყანაში იმ კულტურული პოლიტიკის ხელშეწყობაზე, რომელიც იცავს, პოპულარიზაციას უწევს კულტურული გამოხატვის მრავალფეროვნებას და შეძლებისდაგვარად აძლიერებს შესაბამის ინსტიტუციონალურ ინფრასტრუქტურას (მენეჯმენტს, ადამიანურ რესურსებს);
- ქვეყანაში კულტურული ინდუსტრიის არსებული მიმართულებების გაძლიერებაზე;
- ქვეყანაში კულტურული ინდუსტრიის ახალი მიმართულებების შექმნის მხარდაჭერაზე.
წლევანდელი კონკურსი, რომელიც ემთხვევა საერთაშორისო წელს „შემოქმედებითი ეკონომიკა მდგრადი განვითარებისთვის“, მიზნად ისახავს COVID -19 პანდემიის შედეგად, ყველაზე მეტად დაზარალებული, განვითარებადი ქვეყნების მიერ, კულტურული და შემოქმედებითი სექტორის განვითარებაზე მიმართული ინიციატივების მხარდაჭერას.
კონკურსი არის ღია და აპლიკაციის ატვირთვა უნდა მოხდეს თავად განმცხადებლის მიერ, მხოლოდ ონლაინ, საგანგებოდ შექმნილ პლატფორმაზე, მ.წ 16 ივნისამდე.
სრული ინფორმაცია ფონდის და აპლიკაციის შევსების წესების შესახებ განთავსებულია მისამართზე https://en.unesco.org/creativity/ifcd/apply