მ.წ. 4 ივნისს, UNESCO-ს კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის კონვენციის წევრი ქვეყნების მე-8 კონფერენციაზე, საქართველო პირველად, არჩეულ იქნა 4 წლით კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის მთავრობათაშორის კომიტეტის წევრად.
შეხვედრა გაიმართა მ.წ. 1-4 ივნისს, ონლაინ ფორმატში. ქვეყნებმა განიხილეს ეროვნულ დონეზე კონვენციის იმპლემენტაციის მიმართულებით განხორციელებული ქმედებები, განსაკუთრებით, კოვიდ-19 პანდემიის პირობებში, ასევე ისაუბრეს კონვენციის ფარგლებში სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტებზე. აღსანიშნავია, რომ საქართველო კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის კონვენციის წევრია 2008 წლიდან.
ამ ეტაპზე, კონვენციის ფარგლებში, ქვეყანაში ხორციელდება ორი მასშტაბური პროექტი, კულტურული მრავალფეროვნების საერთაშორისო ფონდის და ევროკავშირის დაფინანსებით.