მ.წ. 29 ივნისს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი პარიზში, UNESCO-ს შტაბ-ბინაში ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს ოდრე აზულეს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მწვავე საჭიროებას და ხაზი გაესვა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობას მოცემულ ტერიტორიებზე, რაც მიმდინარე წლის 21 იანვარს სტრასბურგის სასამართლომ ცალსახად დაადასტურა.

მინისტრმა და გენერალურმა დირექტორმა ასევე ისაუბრეს თბილისში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე "თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი". აღნიშნული სტატუსი თბილისს სწორედ UNESCO-ს გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით მიენიჭა.

ამასთან, ხაზი გაესვა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საქმიანობას კრეატიული ინდუსტრიების მიმართულებით და მათ შორის, პირველ რიგში, აღინიშნა სამინისტროს სსიპ "შემოქმედებით საქართველო", რომელიც მინისტრის თქმით, კულტურის სამინისტროს ფარგლებში უნდა გახდეს წამყვანი ორგანიზაცია, რომელიც ამ მიმართულებით იმუშავებს.