საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ბოლქვაძემ შეხვედრა გამართა კულტურის საკითხებში UNESCO-ს გენერალური დირექტორის მოადგილესთან.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო იუნესკოს მიერ ინიცირებულ შემოქმედებითი ქალაქების ქსელს, რომელშიც საქართველო გეგმავს ქალაქ ბათუმის წარდგენას.

ხაზი გაესვა მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვის კონვენციის 50 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებების ციკლს 2022 წლისთვის. საქართველო, როგორც კონვენციის წევრი ქვეყანა, ჩაერთვება საინტერესო პროგრამით, რაც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ქვეყნის უნიკალურ თვითმყოფად კულტურას მსოფლიოში