მ.წ. 24 თებერვალს, UNESCO-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, ორგანიზაცია ღრმად არის შეშფოთებული უკრაინაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებითა და ძალადობის ესკალაციით.
UNESCO მოუწოდებს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის, განსაკუთრებით კი "შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის" 1954 წლის ჰააგის კონვენციისა და მისი ორი ოქმის პატივისცემისკენ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უზრუნველსაყოფად.
ორგანიზაცია ასევე ხაზს უსვამს გაეროს უშიშროების საბჭოს 2015 წლის 2222 რეზოლუციით ნაკისრ ვალდებულებებს, რომლებიც გულისხმობს კონფლიქტის პირობებში ჟურნალისტების და მედიასთან დაკავშირებული პირების დაცვას, რაც უზრუნველყოფს თავისუფლი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მედიის, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი ძირითადი საფუძვლის დაცვას.
აქვე, ორგანიზაცია იშველიებს გაეროს გენერალური მდივნის განცხადებას, რომლის თანახმადაც, მსგავსი ოპერაციები არღვევს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და ეწინააღმდეგება გაერთიანებული ერების ორაგნიზაციის ქარტიას.
განცხადების სრული ტექსტი განთავსებულია UNESCO-ს ოფიციალური ვებგვერდის შემდეგ ბმულზე: https://www.unesco.org/en/articles/unescos-statement-recent-developments-ukraine