„დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატი“ და „სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატი“ UNESCO-ს გადაწყვეტილებით, ბიორეზერვატების მსოფლიო ქსელში გაწევრიანდა.

15 ივნისს, UNESCO-ს პროგრამა „ადამიანი და ბიოსფერო“-ს საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით,  საქართველოს მიერ წარდგენილი 2 ნომინაცია „დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატი“ და „სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატი“ შეტანილ იქნა UNESCO-ს ბიორეზერვატების მსოფლიო ქსელში (World Network of Biosphere Reserves).

საქართველოს რეზერვატების ქსელში გაწევრიანება თავის წვლილს შეიტანს მსოფლიოს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების საქმეში და ხელს შეუწყობს ქვეყანაში ცნობიერების ამაღლებას გარემოსდაცვითი განათლების კუთხით.
აღსანიშნავია, რომ საქართველომ პირველად წარადგინა ნომინაციები WNBR ქსელში გასაწევრიანებლად.

„ადამიანი და ბიოსფერო“-ს საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს 34-ე სესია ქ. პარიზში, UNESCO-ს შტაბ-ბინაში 13 ივნისს გაიხსნა და 17 ივნისამდე გასტანს.