მონაწილეობის პროგრამა 2014-2015

საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისია იწვევს მსურველებს წარმოადგინონ პროექტები იუნესკოს 2014-2015 წლების “მონაწილეობის პროგრამის” ფარგლებში დაფინანსების მოსაპოვებლად.

“მონაწილეობის პროგრამა” არის UNESCO-ს მხრიდან წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერის ერთ-ერთი საშუალება, რომლის მეშვეობითაც წევრ სახელმწიფოებს  შეუძლიათ განახორციელონ პროექტები, ორგანიზაციის მიერ დასახული პრიორიტეტების შესაბამისად (გთხ.იხილოთ დოკუმენტი Programme priorities 2014-2015 და იუნესკოს ძირითადი დოკუმენტი 37C/5).

პროექტების პირველად სელექციას აწარმოებს ეროვნული კომისია,ხოლო წარდგენილი პროექტების დაფინანსებაზე საბოლოო  გადაწყვეტილებას იღებს UNESCO-ს სათაო ოფისი (ქ.პარიზი). ორივე შემთხვევაში გადაწყვეტილების შესახებ განმცხადებელს ეცნობება გადაწყვეტილების მოტივირების გარეშე.

დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა 2014 წლის 18 ივლისის ჩათვლით საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის სამდივნოს უნდა წარუდგინონ:

  1. პროექტის მოკლე ანოტაცია ქართულ ენაზე (მაქსიმუმ 1 გვ.);
  2. შევსებული სააპლიკაციო განაცხადი ინგლისურ ენაზე (იხ. სააპლიკაციო ფორმა და ინფორმაცია პროექტის სტანდარტის შესახებ (“Benchmarks”);
  3. დოკუმენტაციას თან უნდა ერთვოდეს განმცხადებელი ორგანიზაციის  ოფიციალური მიმართვა საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის სახელზე.
  4. პროექტის განხილვისას ყურადღება მიექცევა შესაბამისი დარგობრივი სახელმწიფო უწყების სარეკომენდაციო წერილს.

კომისია უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მოსთხოვოს პროექტის წარმდგენს პროექტთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია.

პროექტის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 26 000 აშშ დოლარს.