ღირსშესანიშნავი თარიღები

1956 წლიდან იუნესკო აქტიურად მონაწილეობს წევრ ქვეყნებში ღირშესანიშნავი ისტორიული მოვლენებისა თუ გამოჩენილი პირების იუბილეების აღნიშვნაში, რაც თავის მხრივ ამ მოვლენებს მსოფლიო მნიშვნელობას ანიჭებს. ახალი  ნომინაციები იუნესკოს წარედგინება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, ხოლო მათი საბოლოო დამტკიცება ხდება იუნესკოს გენერალური კონფერენციის მიერ.

2006-2007

  • გელათის მონასტრის არქიტექტურული კომპლექსის 900 წელი
  • ჯვრის მონასტრის 1.500 წელი

2010-2011

  • ვახტანგ ჭაბუკიანის დაბადების 100 წელი (1910-1992)
  • ვაჟა ფშაველას დაბადების 150 წელი (1861-1915)
  • სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის აღმშენებლობის დაწყების 1000 წელი

2012-2013

  • „ვეფხისტყაოსნის“ პირველი ბეჭდური გამოცემის 300 წლისთავი  (1712)
  • ნიკო ფიროსმანის დაბადებიდან 150 წლისთავი (1862-1918)
  • ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავი (1863-1953)

2014-2015

  • აკაკი წერეთლის გარდაცვალების 100 წლისთავი (1840-1915)

2016-2017

  • ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადების 200 წლისთავი (1817-1845)
  • სამხრეთ კავაკასიაში გერმანელების დასახლების 200 წლისთავი