კონვენციები

UNESCO-ში გაწევრიანების დღიდან საქართველო შეუერთდა ორგანიზაციის 12 კონვენციას:

1. კონვენცია კულტურული ღირებულებათა უკანონო შემოტანისგატანისა და საკუთრების უფლების გადაცემის აკრძალვისა და აღკვეთის ღონისძიებათა შესახებ. UNESCO, ქ. პარიზი, 1970 წლის 14 ნოემბერი.

საქართველოსთვის ძალაშია 1993 წლის 4 თებერვლიდან.

2. კონვენცია პუბლიკაციების საერთშორისო გაცვლის შესახებ. UNESCO,  ქ. პარიზი, 1958 წლის 3 დეკემბერი.

საქართველოსთვის ძალაშია 1993 წლის 4 ნოემბრიდან.

3. კონვენცია ოფიციალური პუბლიკაციებისა და სამთავრობო საბუთების სახელმწიფოებს შორის გაცვლის შესახებ. UNESCO, ქ. პარიზი, 1958 წლის 3 დეკემბერი.

საქართველოსთვის ძალაშია 1993 წლის 4 ნოემბრიდან

4. კონვენცია განათლებაში დისკრიმინაციის წინააღმდეგ. UNESCO, ქ. პარიზი, 1960 წლის 14 დეკემბერი

საქართველოსთვის ძალაშია 1993 წლის 4 თებერვლიდან.

5. კონვენცია მსოფლიო კულტურულ და ბუნებრივ ღირებულებათა დაცვის შესახებ.      UNESCO, ქ. პარიზი, 1972 წლის 16 ნოემბერი

საქართველოსთვის ძალაშია 1993 წლის 4 თებერვლიდან

6. კონვენცია ევროპის რეგიონში უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციის ცნობის შესახებ. ქ. ლისაბონი, 1997 წლის 11 აპრილი

საქართველოსთვის ძალაშია 1999 წლის 1 დეკემბრიდან

7. კონვენცია სწავლების დიპლომებისა და ხარისხების აღიარების შესახებ, რომელიც  შეეხება უმაღლეს განათლებას ევროპის რეგიონის ქვეყნებისათვის. UNESCO, ქ. პარიზი, 1979 წლის 21 დეკემბერი.

საქართველოსთვის ძალაშია 1992 წლის 4 დეკემბრიდან.

8. კონვენცია შემსრულებლების ფონოგრამების დამამზადებლებისა და მაუწყებლობის  ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ. ქ. რომი, 1961 წლის 26 ოქტომბერი

საქართველოსთვის ძალაშია 2004 წლის 14 აგვისტოდან

9. კონვენცია შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში კულტურული ფასეულობების დაცვის  შესახებ. ქ. ჰააგა, 1954 წლის 14 მაისი

საქართველოსთვის ძალაშია 1992 წლის 4 დეკემბრიდან

10. კონვენცია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ.  პარიზი,  UNESCO, 17 ოქტომბერი, 2003 წელი.

საქართველოსათვის ძალაშია 2008 წლის 18 ივნისიდან.

11. კონვენცია  კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და  ხელშეწყობის შესახებ. პარიზი, UNESCO, 20 ოქტომბერი, 2005

საქართველოსათვის ძალაშია 2008 წლის 1 ოქტომბრიდან.

12. კონვენცია სპორტში დოპინგის წინააღმდეგ. UNESCO, პარიზი, 2005 წლის 19 ოქტომბერი.

საქართველოსთვის ძალაშია 2010 წლის 1 თებერვლიდან.