მსოფლიო დოკუმენტური რეესტრი

UNESCO-ს მსოფლიო საერთაშორისო დოკუმენტური რეესტრი წარმოადგენს სხვადასხვა ქვეყნების მსოფლიო მნიშვნელობის დოკუმენტების, ხელნაწერების, ზეპირი ტრადიციების, აუდიოვიზუალური მასალის, ბიბლიოტეკებისა და არქივების ექსპონატების კოლექციას, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის დოკუმენტური მემკვიდრეობის ხელმისაწვდომობისა და დაცვის უზრუნველყოფას.

საქართველოს მიერ წარდგენილი შემდეგი ნომინაციები შეტანილ იქნა UNESCO-ს მსოფლიო საერთაშორისო დოკუმენტურ რეესტრში:

  • „ბიზანტიური ხანის ქართული ხელნაწერები“ – 2011 წ.
  • ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ და გეოგრაფიული ატლასი – 2013 წ.
  • შოთა რუსთაველის პოემის „ვეფხისტყაოსანი“ ხელნაწერთა კოლექცია – 2013 წ.
  • საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული უძველესი ხელნაწერები“ – 2015 წ.