იუბილეები

1956 წლიდან UNESCO აქტიურად მონაწილეობს წევრ ქვეყნებში ღირშესანიშნავი ისტორიული მოვლენებისა თუ გამოჩენილი პირების იუბილეების აღნიშვნაში, რაც თავის მხრივ ამ მოვლენებს მსოფლიო მნიშვნელობას ანიჭებს. ახალი  ნომინაციები იუნესკოს წარედგინება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, ხოლო მათი საბოლოო დამტკიცება ხდება UNESCO-ს გენერალური კონფერენციის მიერ.

2006-2007

  • გელათის მონასტრის არქიტექტურული კომპლექსის 900 წელი (2006)
  • ჯვრის მონასტრის 1.500 წელი (2007)

2010-2011

  • ვახტანგ ჭაბუკიანის დაბადების 100 წელი (2010)
  • ვაჟა ფშაველას დაბადების 150 წელი (2011)
  • სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის აღმშენებლობის დაწყების 1000 წელი (2010)

2012-2013

  • „ვეფხისტყაოსნის“ პირველი ბეჭდური გამოცემის 300 წლისთავი (2012)
  • ნიკო ფიროსმანის დაბადებიდან 150 წლისთავი (2012)
  • ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავი (2013)

2014-2015

  • აკაკი წერეთლის გარდაცვალების 100 წლისთავი (2015)

2016-2017

  • ნიკოლოზ ბარათასშვილის დაბადების 200 წლისთავი (2017)
  • სამხეთ კავკასიაში გერმანელების დასახლების 200 წლისთავი (შვაბი გერმანელების მიგრაცია აზერბაიჯანსა და საქართველოში) (2016)

2018-2019

  • „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლისთავი“ (2018)
  • „მარჯორი სკოტ უორდროპის დაბადების 150 წლისთავი“ (2019)