კულტურა

კულტურა UNESCO-ს მანდატის ყველაზე პოპულარული სფეროა და ორგანიზაციის მხრიდანაც კულტურა პრიორიტეტულ პროგრამად არის მიჩნეული.

UNESCO-ს საქმიანობა კულტურის სფეროში ეყრდნობა იმ რწმენას, რომ ძლიერი კულტურული კომპონენტის გარეშე, განვითარება ვერ იქნება მდგრადი.

UNESCO-ს ძირითადი კულტურის კონვენციები წარმოადგენენ საერთაშორისო თანამშრომლობისთვის უნიკალურ გლობალურ პლატფორმას და ქმნიან ყოვლისმომცველ კულტურულ მმართველობის სისტემას, რომელიც ეყრდნობა ადამიანის უფლებებს და უნივერსალურ ფასეულობებს.

UNESCO-ს კონვენციების მიზანია არქეოლოგიური ძეგლების, წყალქვეშა მემკვიდრეობის, მუზეუმის კოლექციების, არამატერიალური მემკვიდრეობის და სხვა ფორმების მემკვიდრეობის სახით წარმოდგენილი მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, ასევე ინოვაციისა და შემოქმედების მხარდაჭერა კულტურის სხვადასხვა დარგებში.

საქართველოს  კულტურული მემკვიდრეობის 3 და  ბუნებრივი მემკვიდრეობის 1 ძეგლი შევიდა UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში (მცხეთის ისტორიული ძეგლები, ზემო სვანეთი, გელათის მონასტერი და კოლხეთის ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები). 4 ელემენტი – ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი, ქართული მრავალხმიანობა, ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა ქართული ჭიდაობა – არის წარმოდგენილი UNESCO-ს არამატერიალური მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში.

საქართველო ასევე მონაწილეობს UNESCO-ს საქმიანობაში შეიარაღებული კონფლიქტების დროს კულტურული ფასეულობების დაცვის სფეროში და ამ საკითხზე მომუშავე UNESCO-ს კომიტეტის წევრი იყო 2013-2017 წლებში. ამ ეტაპზე, 2021 წლიდან, ქვეყანა “კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის” მთავრობათაშორის კომიტეტში.