2010 წლის 16 აპრილს, იუნესკოს სათაო ოფისში გაიმართა „სპორტში დოპინგის აღმოფხვრის ხელშემწყობი" ფონდის შემფასებელი კომიტეტის სხდომა, სადაც განხილულ იქნა კონვენციის წევრი ქვეყნების მიერ წარდგენილი საპროექტო განაცხადები.
> > >
2010 წლის 11-17 მარტს თბილისში იმყოფებოდა UNESCO/ICOMOS/ICCROM-ის ერთობლივი მისია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, ბაგრატის საკათედრო ტაძრის, გელათის მონასტრისა და მცხეთის ისტორიული ძეგლების მდგომარეობის შეფასების მიზნით.
> > >
2010 წლის 15 თებერვალს შედგა საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის სხდომა კომისიის ვიცე-პრეზიდენტის ბ-ნი დავით ჯალაღანიას ხელმძღვანელობით. სხდომის წევრებმა განიხილეს და შეარჩიეს იუნესკოს „მონაწილეობის პროგრამის“ ფარგლებში წარმოდგენილი პროექტებიდან ის 10 განაცხადი, რომელიც გაიგზავნა იუნესკოს სათაო ოფისში საბოლოო განხილვისთვის.
2010 წლის 27-29 იანვარს ქ. ჟენევაში ჩატარდა იუნესკოს განათლების საერთაშორისო ბიუროს 59-ე სესია. სესიის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო საქართველომ, რომელიც იუნესკოს გენერალური კონფერენციის 35-ე სესიის დროს ჩატარებული არჩევნების შედეგად, ოთხი წლის ვადით, გახდა იუნესკოს განათლების საერთაშორისო ბიუროს (IBE) წევრი.
2010 წლის 27-29 იანვარს ქ. ჟენევაში ჩატარდება იუნესკოს განათლების საერთაშორისო ბიუროს 59-ე სესია. სესიის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს საქართველო, რომელიც იუნესკოს გენერალური კონფერენციის 35-ე სესიის დროს ჩატარებული არჩევნების შედეგად, ოთხი წლის ვადით, გახდა იუნესკოს განათლების საერთაშორისო ბიუროს (IBE) წევრი.