UNESCO-ს სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების სექტორის ინიციატივით, ორგანიზაციამ გამოსცა ახალი წიგნი სახელწოდებით “Writing Peace”, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ შესავალს მსოფლიოს დამწერლობების შესწავლისთვის.

აღნიშნულ წიგნში წარმოდგენილია 22 უძველესი დამწერლობა და გამოსახულ ქრონოლოგიურ შკალაზე ქართული დამწერლობა ჩინური, ბერძნული, რომაული და ებრაული დამწერლობების შემდგომ ფიქსირდება.

საქართველოსთვის მიძღვნილ გვერდებზე მკითხველს აქვს შესაძლებლობა მოკლედ გაეცნოს ქართული დამწერლობის ისტორიას და შეასრულოს სავარჯიშოები ქართული ანბანის უკეთ ათვისებისთვის.