2008 წლის 20 ნოემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და თბილისის ფილოსოფიის ინსტიტუტმა ერთობლივად ჩაატარეს კონფერენციები, რომლებიც მიეძღვნა მსოფლიო ფილოსოფიის დღეს:
- პროფესორ-მასწავლებელთა ერთობლივი კონფერენცია "ფილოსოფია და თანამედროვე მსოფლიო"
- სტუდენტ-მასწავლებელთა ერთობლივი კონფერენცია "ფილოსოფია და თანამედროვე გლობალური პრობლემები"
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლის, ფილოსოფოსისა და საზოგადო მოღვაწის შალვა ნუცუბიძის 120 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია.