იუნესკოს გენერალური კონფერენციის 35-ე სესიის ფარგლებში დამტკიცდა იმ ღირშესანიშნავი თარიღების სია, რომლებიც 2010-1011 წლებში აღინიშნება იუნესკოს უშუალო მონაწილეობითა და მხარდაჭერით. ამ პრესტიჟულ სიაში შეტანილ იქნა საქართველოს მიერ წარდგენილი სამი საიუბილეო თარიღი:
1. ვაჟა-შაველას დაბადების 150 წლის იუბილე;
2. სვეტიცხოველის ტაძრის აღმშენებლობის დაწყებიდან 1000 წლის იუბილე;
3. ვახტანგ ჭაბუკიანის დაბადების 100 წლის იუბილე.
გენერალურმა კონფერენციამ მიიჩნია, რომ შემდეგი ორი წლის განმავლობაში მსოფლიო მასშტაბით 63 მნიშვნელოვანი თარიღი შეესაბამება ორგანიზაციის მკაცრ კრიტერიუმებს და აღნიშნავს ისეთი პიროვნებისა თუ მოვლენის იუბილეს, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს მსოფლიო კულტურის, განათლებისა და მეცნიერების განვითარებაში.
საქართველოს შესაბამისი უწყებებისა და ორგანიზაციების მიერ იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის მონაწილეობით შემუშავდება საქართველოს მიერ წარდგენილი იუბილეების ღონისძიებების აღნიშვნის გეგმა და შესაბამისი პროექტები და 2010 წლის დასაწყისში წარედგინება იუნესკოს.