2009 წლის 23 ოქტომბერს, იუნესკოს გენერალური კონფერენციის დახურვის დღეს გაიმართა ორგანიზაციის ახალი გენერალური დირექტორის, საფრანგეთის რესუბლიკასა და იუნესკოში ბულგარეთის ყოფილი ელჩის ქალბატონი ირინა ბოკოვას მიერ ფიცის დადების ცერემონიალი.  2009 წლის 15 ოტომბერს ჩატარებულ კენჭისყრაზე ქალბატონ ირინა ბოკოვას მხარი დაუჭირა ორგანიზაციის 166 წევრმა სახელწიფომ. იგი ამ პოსტზე შეცვლის იაპონიის წარმომადგენელს კოიშირო მაცუურას, რომელიც ორგანიზაციას 10 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ირინა ბოკოვა პირველი ქალი და აღმოსავლეთ ევროპის პირველი წარმომადგენელი იქნება, რომელიც გაეროს სპეციალიზირებული სააგენტოს, იუნესკოს, უმაღლეს პოსტს დაიკავებს. მისი პროგრამის ძირითად პრიორიტეტს მსოფლიო მასშტაბით მშვიდობისაკენ სწრაფვის, დემოკრატიის, სამართლიანობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპებზე დაფუძნებული  „ახალი ჰუმანიზმის" გავრცელების  ხელშეწყობა  წარმოადგენს, რომელიც კულტურული მრავალფეროვნებისა და კულტურათაშორისი დიალოგის საფუძველზე უნდა განვითარდეს.