მ.წ. 27 დეკემბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის მე-2 საანგარიშო სხდომა, რომელიც გახსნა საგარეო საქმეთა მინისტრმა ეროვნული კომისიის პრეზიდენტმა ბატონმა გელა ბეჟუაშვილმა. მან ისაუბრა საქართველოს იუნესკოსთან თანამშრომლობის გააქტიურების აუცილებლობისა და იუნესკოს მიერ 2006 წელს საქართველოში განხორციელებული პროექტების შეახებ. სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის წევრები. სხდომაზე კომისიის გენერალურმა მდივანმა წარმოადგინა იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის მიერ 2006 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში. კომისიის სხდომაზე განხილულ იქნა 2007 წელს იუნესკოსთან თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები. გადაწყდა, რომ 2007 წლის მარტში საქართველოს დელეგაცია გენერალური კონფერენციისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით გაემგზავრება იუნესკოს შტაბ-ბინაში.