ეროვნული კომისიის შესახებ

1992 წლის 7 ოქტომბერს, საქართველო გახდა UNESCO-ს სრულუფლებიანი წევრი. ამავე წელს, ორგანიზაციის კონსტიტუციის მე-7 მუხლის საფუძველზე, დაარსდა საქართველოს UNESCO-ს საქმეთა ეროვნული კომისია, რომლის ძირითად ამოცანას წარმოადგენს UNESCO-ს  მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტებისა და ღონისძიებების კოორდინირება და ორგანიზაციის საქმიანობის პოპულარიზაცია.

1992 წლიდან დღემდე, საქართველოს UNESCO-ს საქმეთა ეროვნულ კომისიას ჰყავდა ოთხი გენერალური მდივანი: პეტრე მეტრეველი, ირაკლი მეტრეველი, ეკატერინე ენუქიძე და ქეთევან კანდელაკი.