კომისიის სამდივნო

საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის სამდივნო, რომელიც შედგება 2 წევრისაგან და რომელსაც ხელმძღვანელობს გენერალური მდივანი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნაწილია. სამდივნო ეროვნული კომისიისა და UNESCO -ს ძირითადი დამაკავშირებელი ორგანოა. მისი ძირითადი ფუნქციაა სისტემატიური მონაწილეობა მიიღოს როგორც იუნესკოს, ასევე ეროვნული კომისიის მიერ ინიცირებულ სხვადასხვა საკითხების მოგვარებაში და კოორდინირება გაუწიოს იუნესკოს პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელებას.

კომისიის გენერალური მდივანი – ქეთევან კანდელაკი

სამდივნოს წევრები – ლალი მესხი და ეკატერინე ჩიქობავა