მ.წ. 27 დეკემბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის მე-2 საანგარიშო სხდომა, რომელიც გახსნა საგარეო საქმეთა მინისტრმა ეროვნული კომისიის პრეზიდენტმა ბატონმა გელა ბეჟუაშვილმა. მან ისაუბრა საქართველოს იუნესკოსთან თანამშრომლობის გააქტიურების აუცილებლობისა და იუნესკოს მიერ 2006 წელს საქართველოში განხორციელებული პროექტების შეახებ.