2013 წლის 23 დეკემბერს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართა „UNESCO”-ს მონაწილეობის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის -„დაკარგული ტექნოლოგიების კვალდაკვალ - ტიხროვანი მინანქარი” გამოფენა-პრეზენტაცია. > > >
იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-8 სესიაზე (ქ. ბაქო 2-7 დეკემბერი) მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოს მიერ წარდგენილი ნომინაციის „ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი" არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეტანის თაობაზე. > > >
2013 წლის 19-21 ნოემბერს ქ. პარიზში, ჩატარდა მსოფლიო მემკვიდრების კონვენციის წევრი ქვეყნების გენერალური ასამბლეის 19-ე სესია, რომლის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის მარინე მიზანდარის ხელმძღვანელობით. > > >
2013 წლის 20 ნოემბერს ქ. პარიზში დასრულდა UNESCO–ს გენერალური კონფერენციის 37–ე სესია (5-20 ნოემბერი). გენერალური კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით, რომელიც სიტყვით გამოვიდა გენერალური კონფერენციის პლენარულ სხდომაზე.
> > >