2014 წლის 24-25 სექტემბერს, მესტიაში (ზემო სვანეთი) სვანეთის მუზეუმში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე - „მსოფლიო მემკვიდრეობა და მდგრადი განვითარება“.
ღონისძიების თანაორგანიზატორი იყო საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისია, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობა. მხარდამჭერები - კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის წარმომადგენელმა, ანა სიდორენკო-დულომმა; ICCROM-ის, გენერალურმა დირექტორმა სტეფანო დე კარომ; ICOMOS-ის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენელმა, ლუიზა დე მარკომ, იტალიის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ლიგურიის რეგიონის ლანდშაფტებისა და მემიკვიდრეობის დეპარტამენტი; IUCN WCPA-ის ექსპერტმა ტობიას გარსტეკმა; სომხეთის კულტურისა და მემკვიდრეობის მინისტრის მოადგილემ არევ სამუელიანმა; აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს ექსპერტმა შაჰინ შაჰბაზოვმა. საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ასევე საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის გენერალურმა მდივანმა ქეთევან კანდელაკმა.