ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ასევე ჩრდილოეთ ამერიკის რეგიონების ქვეყნებმა.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილის ქალბატონი ქეთევან ნატრიაშვილის ხელმძღვანელობით. UNESCO-ში ვიზიტის ფარგლებში, ქალბატონმა ქეთევანმა შეხვედრა გამართა საგარეო ურთიერთობების საკითხებში UNESCO-ს გენერალური დირექტორის მოადგილესთან, ბატონ ერიკ ფალტთან.