24 თებერვალს, საჩხერეში, სოფელ სხვიტორში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმში, გაიმართა ქართული მწერლობის კლასიკოსის აკაკი წერეთლის საიუბილეო ღონისძიებების წინამოსამზადებელი შეხვედრა.
შეხვედრის ფარგლებში, მიწვეულმა სტუმრებმა მოინახულეს ის ობიექტები, სადაც იგეგმება იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამართვა და მოისმინეს საჩხერის კინო-თეატრში აკაკის გარდაცვალების 100 წლისადმი მიძღვნილი ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია „მოკვდავობიდან უკვდავებამდე“.
აღსანიშნავია, რომ UNESCO-ს გენერალური კონფერენციის 37-ე სესიის გადაწყვეტილებით, აკაკი წერეთლის გარდაცვალებიდან 100 წლისთავი აღინიშნება UNESCO-ს მონაწილეობით.