UNESCO-ს „კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის“ კონვენციის საერთაშორისო ფონდი აცხადებს საპროექტო განაცხადების მიღებას 2015 წლისთვის.
კულტურული მრავალფეროვნების საერთაშორისო ფონდის (IFCD) მიზანია მხარი დაუჭიროს იმ პროექტების და ღონისძიებების განხორციელებას, რომლებიც მიმართულია:
- კონვენციის წევრ ქვეყანაში იმ კულტურული პოლიტიკის ხელშეწყობაზე, რომელიც იცავს, პოპულარიზაციას უწევს კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნებას და შეძლებისდაგვარად აძლიერებს შესაბამის ინსტიტუციონალურ ინფრასტრუქტურას (მენეჯმენტს, ადამიანურ რესურსებს);
- ქვეყანაში კულტურული ინდუსტრიის არსებული მიმართულებების გაძლიერებაზე;
- ქვეყანაში კულტურული ინდუსტრიის ახალი მიმართულებების შექმნის მხარდაჭერაზე.
განაცხადების წარდგენა ხდება ონლაინ პლატფორმის მეშვეობით უშუალოდ განმცხადებლის მიერ. განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა მ.წ. 15 აპრილი. განაცხადები ივსება ინგლისურ ან ფრანგულ ენებზე.
ფონდის შესახებ დამატებითი ინფორმაცია და პროექტების წარდგენის პირობები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:
http://en.unesco.org/creativity/ifcd/apply 2010 წლიდან დღემდე, IFCD ფონდისთვის წარდგენილი და დაფინანსებული პროექტების ჩამონათვალი ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: http://en.unesco.org/creativity/ifcd/project-profile?field_cycle_tid=2576