UNESCO აცხადებს  საპროექტო განაცხადების მიღებს კულტურის განვითარების ფონდში (International Fund for the Promotion of Culture IFPC) 2015  წლისთვის.

ფონდი წარმოადგენს კულტურის სფეროში UNESCO-ს ფონდებიდან ერთადერთს, რომელიც არ უკავშირდება არცერთ კონვენციას და  აფინანსებს კერძო პირებს, განსაკუთრებით ხელოვანებს და შემოქმედებს (პრიორიტეტი ენიჭება ახალგაზრდებს 18-30 წლამდე). თუმცა, ფონდის ბენეფიციარები ასევე შესაძლებელია იყვნენ ის სახელმწიფო სტრუქტურები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დაკავებული არიან კულტურისა და ხელოვნების განვითარების საკითხებით. რაც შეეხება ღონისძიებებს, ფონდის დაფინანსების სფეროში შედის კულტურისა და ხელოვნების ნიმუშების წარმოებასთან დაკავშირებული პროექტები და იმ კულტურული ღონისძიებების ორგანიზება ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე, რომლებიც მიზნად ისახავენ კულტურის  სტრატეგიისა და შესაბამისი პროგრამების განვითარებას.

ფონდში პროექტის წარდგენა ხდება ონლაინ სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით. მსურველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია მისამართზე https://en.unesco.org/ifpc/applicationform/register და მიაწოდოს ფორმა ფონდს არაუგვიანეს 29 მაისისა. პროექტის ავტორმა შეიძლება წარადგინოს მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადი. დაფინანსების მოთხოვნისას გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ფონდი აფინანსებს მოთხოვნილი თანხის 80%, ხოლო დარჩენილი 20% უნდა დაიფაროს სხვა წყაროებიდან ან პირადად პროექტის ავტორის მიერ. გადაწყვეტილება პროექტის დაფინანსების თაობაზე წარმატებულ აპლიკანტს ეცნობება 2016 წლის თებერვალში.

მნიშვნელოვანია, რომ პროექტის წარდგენამდე აპლიკანტი ყურადღებით გაეცნოს დამატებით ინფორმაციას, რომელიც განთავსებულია მისამართზე https://en.unesco.org/ifpc/content/apply-for-support/faqs სრული ინფორმაცია კულტურის განვითარების ფონდის  შესახებ განთავსებულია მისამართზე: www.unesco.org/culture/en/ifpc.