21-23 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „აკაკი წერეთელი და მისი ეპოქა“, რომელიც მიეძღვნა აკაკი წერეთლის 175 და გარდაცვალებიდან 100 წლის იუბილეს.
კონფერენციის ფარგლებში, სხვა ღონისძიებებთან ერთად გაიმართა აკაკი წერეთლისადმი მიძღვნილი წიგნების პრეზენტაცია, გამოფენა და აკაკისადმი მიძღვნილი ფილმის ჩვენება. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს უკრაინის, ლატვიის და სხვა ქვეყნების უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა.
ღონისძიებას განსაკუთრებული დატვირთვა შესძინა იმ ფაქტმა, რომ UNESCO-ს გადაწყვეტილებით, აკაკი წერეთლის გარდაცვალების 100 წლის იუბილე შეტანილ იქნა იმ ღირსშესანიშნავ თარიღთა სიაში, რომლებიც აღინიშნება UNESCO–ს უშუალო მონაწილეობითა და მხარდაჭერით.