ქ.ბონში (გერმანია) UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 39-ე სესიაზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ ანგარიში წარადგინა სახელმწიფოს მხრიდან ბოლო პერიოდში მიღწეული პროგრესის შესახებ.
მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის, ICOMOS-ისა და კომიტეტის წევრი ქვეყნების მიერ პოზიტიურად შეფასდა ქვეყნის მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის მიმართულებით განხორციელებული თანმიმდევრული პოლიტიკა, რის შედეგადაც კომიტეტის რეზოლუციაში მკაფიოდ აღინიშნა, რომ 2016 წელს, მომდევნო სესიაზე, კომიტეტი გარანტირებულად განიხილავს საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან მცხეთის ისტორიული ძეგლების ამოღების საკითხს.
მსოფლიო მემკვიდრეობის სესია 8 ივლისამდე გასტანს.