მ.წ. 15 სექტემბერს, ბათუმის მუსიკალურ ცენტრში, გაიმართა საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის დასკვნითი კონცერტი, რომელიც UNESCO-ს 70 წლის იუბილეს მიეძღვნა. ღონისძიება, ქართველი პიანისტისა და UNESCO-ს ხელოვანი მშვიდობისთვის ელისო ბოლქვაძის  ორგანიზებით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ საგანგებოდ კონცერტისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის მოწვევით,  ქ. ბათუმში UNESCO-ს გენერალური დირექტორის მოადგილე ბ-ნი ერიკ ფალტი იმყოფებოდა.

კონცერტის დაწყებამდე, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს  ერიკ ფალტმა და  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, რომელმაც ასევე სტუმრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბ-ნი ირაკლის ღარიბაშვილის მიმართვა გააცნო.

2015 წელს, UNESCO-ს დაარსებიდან 70 წელი შესრულდა. ამ კონცერტით, საქართველო შეუერთდა მსოფლიოს იმ მრავალ ქვეყანას, რომლებიც წლის მანძილზე სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავენ ორგანიზაციის იუბილეს და ამით ადასტურებენ თავის ერთგულებას UNESCO-ს ღირებულებებისადმი.

UNESCO-ს გენერალური დირექტორის მოადგილის მიმართვა ქართულ და ინგლისურ ენებზე.