UNESCO-ს „კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის“ კონვენციის საერთაშორისო ფონდი აცხადებს საპროექტო განაცხადების მიღებას 2016 წლისთვის.

კულტურული მრავალფეროვნების საერთაშორისო ფონდის (IFCD) მიზანია მხარი დაუჭიროს იმ პროექტების და ღონისძიებების განხორციელებას, რომლებიც მიმართულია:

  • კონვენციის წევრ ქვეყანაში იმ კულტურული პოლიტიკის ხელშეწყობაზე, რომელიც იცავს, პოპულარიზაციას უწევს კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნებას და შეძლებისდაგვარად აძლიერებს შესაბამის ინსტიტუციონალურ ინფრასტრუქტურას (მენეჯმენტს, ადამიანურ რესურსებს);
  • ქვეყანაში კულტურული ინდუსტრიის არსებული მიმართულებების გაძლიერებაზე;
  • ქვეყანაში კულტურული ინდუსტრიის ახალი მიმართულებების შექმნის მხარდაჭერაზე.

განაცხადების წარდგენის მსურველებმა  უნდა გაიარონ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://en.unesco.org/creativity/ifcd-project-holder/register და ონლაინ პლატფორმის მეშვეობით თავად წარუდგინონ UNESCO-ს საპროექტი განაცხადები ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა .. 15 აპრილი. 

ფონდის შესახებ დამატებითი ინფორმაცია და პროექტების წარდგენის პირობები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: http://en.unesco.org/creativity/ifcd/apply