კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, მესამე რეგიონალური განვითარების პროგრამის ფარგლებში, 2017 წლის 17-22 სექტემბრის ჩათვლით, ქ. პარიზში იმყოფებოდა ქართული დელეგაცია.
დელეგაციის შემადგელობაში შედიოდნენ : კულტურისა და ძეგლთა დაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვისა და კვლევის ეროვნული ცენტრის და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები, ასევე ქ. მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი და შესაბამისი ექსპერტები.
დელეგაციას მასპინძლობდა UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრი. სამუშაო შეხვედრები გაიმართა მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის ხელმძღვანელ პირებთან, საფრანგეთის კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან და საფრანგეთის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებზე პასუხისმგებელ პირებთან.
ვიზიტის მიზანი იყო დელეგაციის წევრებისთვის ფრანგული მხარის წარმატებული გამოცდილების გაზიარება და მცხეთის, როგორც მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მომზადებისთვის კონსულტაციების გამართვა.