2017 წლის 27-28 სექტემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მრჩეველი ორგანიზაციების ICOMOS-ისა და IUCN-ის წარმომადგენლებთან გაიმართა სამუშაო შეხვედრა მსოფლიო მემკვიდრეობის ეროვნული წინასწარული ნუსხის განახლებისა და საქართველოს კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში წარდგენის საკითხებზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული მუზეუმისა და გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ცენტრის წარმომადგენლები.
სამუშაო შეხვედრა გაიმართა მესამე რეგიონული განვითარების პროგრამისა და მუნიციპალური განვითარების ფონდსა და UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრს შორის გაფორმებული 3 წლიანი ხელშეკრულების ფარგლებში.