2017 წლის 13 ოქტომბერს UNESCO-ს აღმასრულებელმა საბჭომ ორგანიზაციის ახალ გენერალურ დირექტორად საფრანგეთის კულტურის ყოფილი მინისტრი ოდრე აზულე (Audrey Azoulay) წარადგინა.
საბჭოს 58 წევრიდან, ოდრე აზულეს კანდიდატურას 30 წევრმა დაუჭირა მხარი და ამგვარად, მან ყატარელი მეტოქე, რომელიც ყველა ტურში ლიდერის პოზიციას ინარჩუნებდა, 2 ხმით უკან ჩამოიტოვა.
აზულემ პრიორიტეტებზე საუბრისას განაცხადა, რომ უმთავრესია ამ ინსტიტუციისადმი ნდობის აღდგენა არა მხოლოდ წევრ ქვეყნებს შორის, არამედ მსოფლიოს წინაშე.
ოდრე აზულე საქმიანობას 15 ნოემბრიდან შეუდგება, იმ შემთხვევაში თუ UNESCO-ს გენერალური კონფერენცია მის კანდიდატურას 10 ნოემბერს საბოლოოდ დაამტკიცებს. საფრანგეთის ყოფილი კულტურის მინისტრი ამ თანამდებობაზე ბულგარეთის წარმომადგენელ ირინა ბოკოვას შეცვლის, რომელიც ორგანიზაციის გენერალური დირექტორის პოსტს 2009 წლიდან იკავებდა.
ოდრე აზულე, UNESCO-ს ისტორიაში საფრანგეთის მეორე წარმომადგენელია, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას რენე მაიოს (René Maheu) შემდეგ დაიკავებს, ეს უკანასკნელი ორგანიზაციის გენერალური დირექტორი 1950 წლებში იყო.