2017 წლის 30 ოქტომბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით, ქ. პარიზში გამართული UNESCO-ს გენერალური კონფერენციის 39–ე სესიის ფარგლებში, 10 ნოემბერს, ქ-ნი ოდრე აზულე (Audrey Azoulay) UNESCO-ს ახალ გენერალურ დირექტორად იქნა არჩეული.
საფრანგეთის ყოფილი კულტურის მინისტრი ამ თანამდებობაზე ბულგარეთის წარმომადგენელ ირინა ბოკოვას შეცვლის, რომელიც ორგანიზაციის გენერალური დირექტორის პოსტს 2009 წლიდან იკავებდა.
ოდრე აზულე, UNESCO-ს ისტორიაში საფრანგეთის მეორე წარმომადგენელია, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას რენე მაიოს (René Maheu) შემდეგ დაიკავებს. ეს უკანასკნელი ორგანიზაციის გენერალური დირექტორი 1950 წლებში იყო.