UNESCO აცხადებს ფოტოკონკურსს „აბრეშუმის გზა ახალგაზრდების თვალით“.

კონკურსის მიზანია გაზარდოს აბრეშუმის გზის საერთო კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცნობადობა ახალგაზრდებში და წაახალისოს ისინი გადაიღონ ამ მემკვიდრეობის ამსახველი მხატვრული ფოტოები.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 26 წლამდე ახალგაზრდებს. მონაწილეები იყოფიან ორ კატეგორიად: 14-17 წელი და 18-25 წელი. ყოველი ასაკობრივი კატეგორიიდან დასახელდება სამ-სამი გამარჯვებული, რომლებიც დაჯილდოვდებიან პროფესიონალური ფოტოკამერებით. მათ ასევე დაუფინანსდებათ მგზავრობა დაჯილდოების ცერემონიალზე, რომელიც გაიმართება მ.წ. სექტემბერში. ფოტოების მიღება ხორციელდება მ.წ. 15 ივლისამდე.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია და პირობები ხელმისაწვდომია შემდეგ ვებგვერდზე: https://unescosilkroadphotocontest.org