2018 წლის 2-12 სექტემბერს, ქ. ბათუმში, UNESCO-ს პატრონაჟით გაიმართა კლასიკური მუსიკის მე-6 საერთაშორისო ფესტივალი.

ფესტივალი 2012 წელს დააარსა ცნობილმა ქართველმა პიანისტმა და UNESCO-ს არტისტმა მშვიდობისთვის ელისო ბოლქვაძემ მუსიკალური ხელოვნების პოპულარიზაციისთვის და ნიჭიერი ახალგაზრდა ხელოვანების მხარდასაჭერად.

ფესტივალმა თავი მოუყარა მსოფლიოს ცნობილ მუსიკოსებს, რომლებმაც კლასიკური მუსიკის რეპერტუარის ნაწარმოებები შეასრულეს. მათ შორის იყვნენ ფრანგი პიანისტი ლიზ დე ლა სალი, ბერძენი დირიჟორი მირონ მიქაილიდისი, ავსტრიელი პიანისტი ვიქტორია ჰირშუბერი და ირლანდიელი პიანისტი ბარი დუგლას.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართა „მუსიკალური ბანაკი“, რომელშიც მონაწილეობა მიიღებს ბავშვებმა და ახალგაზრდებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან.