UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი „კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები“ Google-ის შემეცნებით პლატფორმაზე „Arts and Culture“ განთავსდა.  

აღსანიშნავია, რომ ნომინაცია მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 2021 წელს შევიდა მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის გადაწყვეტილებით და არის საქართველოს პირველი ბუნებრივი ძეგლი, რომელმაც მოიპოვა ეს პრესტიჟული სტატუსი.

საერთაშორისო კორპორაციამ Google საქართველოში არსებული UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის შესახებ ინტერაქტიული გამოფენა საკუთარ შემეცნებით პლატფორმაზე Arts and Culture განათავსა. აღნიშნულ პლატფორმას წელიწადში 350 000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს.

პლატფორმის Google Arts and Culture ვიზიტორებს შესაძლებლობა ეძლევათ კოლხეთისა და მტირალას ეროვნული პარკებისა და კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მიიღონ. პლატფორმაზე განთავსებულია ფოტო-ვიდეო მასალები, რომლის ფორმატიც დამთვალიერებელს შესაძლებლობას აძლევს, ვირტუალურად იმოგზაუროს და აღმოაჩინოს საქართველოს უნიკალური ბუნება.