2009 წლის 31 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით, ქ.ბონში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: განათლება მდგრადი განვითარებისათვის, რომელიც გაიმართა გაეროს ნდგრადი განვითარებისათვის განათლების ათწლეულის (DESD) ფარგლებში, რომლის ძირითადი განმახორციელებელი არის UNESCO. აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამაც (განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო), რომელმაც წარმოადგინა ანგარიში კონფერენციის თემის გათვალისწინებით საქართველოში ჩატარებული სამუშაოსა და სამომავლო გეგმების შესახებ.