19-21 მაისს, ქ.თბილისს ეწვევა იუნესკოს მისია იუნესკოს მუზეუმებისა და კულტურის ნიმუშების სექციის უფროსის ბატონ ქრისტიან მანჰარტის ხელმძღვანელობით. მისიის მიზანია საქართველოს ეროვნული მუზეუმის, იუნეკოსა და ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატის ერთობლივი პროექტი " გ. ჩიტაიას სახელობის ღია ცის ქვეშ მუზეუმის რეაბილიტაცია"- II ეტაპის მონიტორინგი და პროექტის შემდგომი ეტაპის მომზადება.